თომა ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში „ნავბახორის“ მაისურით უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მე-10 გოლი გაიტანა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და 71-ე წუთზე თანამემამულე გიორგი ნიქაბაძე შეცვალა. 87-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 3:1 იგებდნენ, ტაბატაძემ ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა – 4:1. მან ამ სეზონში 10 გოლის გარდა, 2 საგოლე პასი მიითვალა. მასპინძლებში აკაკი შულაიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი კუხიანიძე, მეორე ტაიმი ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი




