ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” მოგება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა

0
74

“უოტფორდი”, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფის მე-16 ტურში სტუმრად “პლიმუტთან” ორჯერ იგებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.
სტუმრები მე-8 წუთზე ბაიაომ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 23-ე წუთზე გრეიმ გაიტანა. 41-ე წუთზე პორტეუსმა “უოტფორდი” ისევ წინ გაიყვანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე გრეიმ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი წაგებისგან გადაარჩინა.
“უოტფორდი” 26 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი