მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ტურში ბრაზილია გასვლაზე ვენესულას შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, მხოლოდ ქულა აიღო – 1:1.
შეხვედრის 43-ე წუთზე რაფინიამ საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა – 0:1. მეორე ტაიმის პირველ წუთზე სეგოვიამ საპასუხო გოლი გაიტანა – 1:1.
62-ე წუთზე ვინისიუსი პირისპირ გავიდა მეკარესთან, რომელმაც ბრაზილიელი გარემარბი თავის საჯარიმოში წააქცია. მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და გოლკიპერმა ბურთი მოიგერია. ვინისიუსს მუნდიალის შესარჩევში ჩატარებულ 6 მატჩში გოლი არ გაუტანია.
ბრაზილია 17 ქულით სამხრეთ ამერიკის 10-გუნდიან შესარჩევში მესამე პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი





