მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-11 ტურში არგენტინა სტუმრად პარაგვაის დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მატჩის მე-11 წუთზე ენცო ფერნანდესის კარგი პასის შემდეგ, ლაუტარო მარტინესმა მასპინძლების კარი აიღო. თავდაპირველად გოლი არ ჩაითვალა, რადგან მარტინესზე თამაშგარე დაფიქსირდა. თუმცა, ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ, გოლი ჩაითვალა.
მე-19 წუთზე ველასკესმა მარჯვენა ფლანგიდან არგენტინელთა საჯარიმოში ჩააწოდა და სანაბრიამ ულამაზესი „მაკრატელათი“ ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 47-ე წუთზე მსოფლიო მოქმედი ჩემპიონის საჯარიმოში გომესმა ჩააწოდა და ალდერედემ თავით პარაგვაელები დააწინაურა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და არგენტინამ ბოლო 4 თამაშიდან მეორე წააგო. მესიმ არგენტინელებს პარაგვაისთან შეუცვლელად უკაპიტნა და ერთ ეპიზოდში მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რადგან მიიჩნია, რომ მეტოქის ფეხბურთელი გაძევებას იმსახურებდა.
არგენტინა 22 ქულით სამხრეთ ამერიკის 10-გუნდიან შესარჩევ ციკლში ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფმ კოლუმბიას 3 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი





