ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მესამედ გახდა, გრაცის „შტურმის“ მაისურით თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა.
ბუნდესლიგის 31-ე ტურში „შტურმმა“ სტუმრად „ჰარტბერგი“ 4:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 25-ე წუთზე კარიჩის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ვარდნაში თავით გოლი გაიტანა – 1:3. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ოთარმა ავსტრიის თასზე სამჯერ ითამაშა და 1 ბურთი შეაგდო. ევროპა ლიგის ფაზაზე ჩატარებულ 7 შეხვედრაში ოთარმა მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
„შტურმი“ 34 ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ლასკ-ს 2 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





