სიომინი: „კვარაცხელიას „ბარსელონაში“ დამკვიდრება არ გაუჭირდება“

0
38

რუსეთის ეროვნული ნაკრების და მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილ მწვრთნელს იური სიომინს მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ბარსელონაში“ დამკვიდრება არ გაუჭირდება.
„მას ნებისმიერი ჩემპიონატი მოუხდება, რადგან ხვიჩას დონის ფეხბურთელს უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. ესპანური ფეხბურთი იტალიურისგან იმისგან განსხვავდება, რომ უფრო შემტევი და კომბინაციურია. იქ უფრო მეტი ტექნიკური მოთამაშეა. ჩემი აზრით, ესპანეთი დღესდღეობით ევროპაში საფეხბურთო მოდის კანონმდებელია. ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, ხოლო მათი ასაკობროვი გუნდები ევროპულ ტურნირებზე ოქროსთვის იბრძვიან.
კონკურენციას რაც შეეძება, „ბარსელონაში“ ოლმო და იამალი არიან. ხვიჩას ამ გუნდში დამკვიდრებაში ხელს არაფერი შეუშლია, რადგან ნებისმიერ დროს, როდესაც გუნდში ძლიერი ფეხბურთელი მიდის, რომელშიც დიდ თანხას იხდიან, მას სასტარტოში მოსახვედრად უფრო მეტი შანსი აქვს. ასეთ მოთამაშეებს დიდი უპირატესობა აქვთ, ხოლო ხვიჩა უკვე ტოპ-ფეხბურთელია“ – იუწყება სიომინის ნათქვამს sport-express.ru.
ცოტა ხნის წინ, La Gazzetta dello Sport-ი იუწყებოდა, რომ კვარაცხელიას შეძენა „ბარსელონას“ სურს და ესპანური გრანდის წარმომადგენლები ქართველს უკვე დაუკავშირდნენ პოტენციური ტრანსფერი თაობაზე. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

ლაშა თაბაგარი