დერბიში მიქაუტაძემ დავითაშვილს მოუგო

0
71

საფრანგეთის ლიგა 1-ის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დერბიში გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდებიდან დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მიქაუტაძე მოედანზე მე-80 წუთზე ლაკაზეტის ნაცვლად შევიდა, რომელმაც მატცის ერთადერთი გოლი მუხლით პირველი ტაიმის 29-ე წუთზე გაიტანა.
დავითაშვილი თავის გუნდში ყველაზე აქტიური იყო და რამდენჯერმე კარშიც დაარტყა, ხოლო 75-ე წუთზე მისი კარგი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ფოფანამ ვერ გაიტანა.
81-ე წუთზე „სენტ-ეტიენის“ მეკარემ თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც მიქაუტაძეს მოხვდა და ქართველის პასის შემდეგ, ნუამამ ცარიელ კარში გაიტანა. მსაჯმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან გადაამოწმა და დააფიქსირა, რომ მიქაუტაძეს ბურთი ხელზე შეეხო, რის გამო გოლი გააუქმა.
„ლიონი“ 18 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა, ხოლო „სენტ-ეტიენი“ 10 ქულით მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი