გიზო მამაგეიშვილი: “ქომაგებს ვთხოვ რომ მოვიდნენ”

0
60

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 15 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ მატჩს მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს. 19 ნოემბერს კი ჩვენი რიეკაში გაემგზავრება, სადაც პლეი-ოფის მეორე შეხვედრას ჩაატარებს.
გუშინ “მიხეილ მესხი 2”-ზე, რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ხოლო საწვრთნელის პროცესის დაწყებამდე, ხორვატიასთან მატჩის შესახებ თბილისის “იბერიას” ნახევარმცველმა გიზო მამაგეიშვილმა და თბილისის “დინამოს’ თავდამსხმელმა ვასილიოს გორდეზიანმა ისაუბრეს.
გიზო მამაგეიშვილი: „ხორვატიას 15 ნოემბერს ვუმასპინძლებთ და ქომაგებს ვთხოვ, რომ მოვიდნენ, რადგან ჩვენთვის მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, დიდი მოტივაციაა და ძალიან გვეხმარება. კარგ ფორმაში ვართ, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზეც დავამტკიცეთ, რადგან 10-მატჩიანი შესარჩევი ციკლი წარმატებით დავასრულეთ. ევროპის ჩემპიონატზე მანამდეც ვითამაშეთ, მაგრამ მაშინ იქ მასპინძლის სტატუსით მოვხვდით, ახლა კი პირველად ხდება, როდესაც ჩვენივე მოპოვებული შანსით შეგვიძლია გასვლა. ვფიქრობ, ეს დამსახურებული
წარმატებაა. ჩვენთვის კი დიდი მოტივაციაა, ევრო 2025-ზე პლეი-ოფიდან რომ გავიდეთ“.
ვასილიოს გორდეზიანი: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მნიშვნელოვანი გოლი გავიტანე. იმავეს ვაპირებ ხორვატიასთანაც, რომელთანაც ორი შეხვედრა გველის. ველოდებით გულშემატკივრებს, ამ ორი თამაშის მოგებასა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში რომ დაგვეხმარონ. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. ყველანი 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ და წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ“.
15 ნოემბერი | საქართველო V ხორვატია | მიხეილ მესხი | 19:00
19 ნოემბერი | ხორვატია V საქართველო | რუევიცა | 22:00

ლაშა თაბაგარი