სილაგაძის გოლიანი დასასრული

0
60

ლუკა სილაგაძემ, რომელმაც ლაშა ოდიშარიასთან ერთად წელს „რიგასის“ შემადგენლობაში ლატვიის ჩემპიონატთან ერთად, თასიც მოიგო, სეზონი გოლით დაასრულა.
ბოლო ტურში „რიგასი“ თანაქალაქელ „რიგას“ დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. სილაგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 34-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, დაახლოებით 18 მეტრიდან საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა – 1:1. ის 72-ე წუთზე შეცვალეს. სილაგაძემ განვლილ სეზონის პირველი ნახევარი „ლიეპაიაში“ გაატარა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო. განვლილ შეხვედრაში „რიგასის“ განაცხადში 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ოდიშარიაც იყო, რომელსაც არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი