გულიაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა, მექვაბიშვილის სრული მატჩი

0
63

გიორგი გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში „სარაევოს“ მაისურით ბოსნიის ჩემპიონატში პირველი პენალტი ვერ გაიტანა. მე-13 ტურში სარაევოელებმა თავის მოედანზე „სლოგა“ 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგნელობაში იყო და 33-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ის 83-ე წუთზე შეცვალეს. მან ამ სეზონში ბოსნიის პირველობაზე ჩატარებულ 13 თამაშში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. „სარაევო“ 31 ქულით 12 გუნდში მეორეა.
რუმინეთის უმაღლესი დივიზიონის მე-16 ტურში „უნივერისტატიამ“ „ჰერმანშტადტი“ მიიღო და 3:1 აჯობა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ანზორ მექვაბიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. „უნივერსიტატია“ 25 ქულით 16 გუნდში მეორეა და ლიდერ „კლუჟს“ 5 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი