ლუკა ლოჩოშვილისთვის „კრემონეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება უირბლო აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა მიმდინარე სეზონში სასტარტოში მხოლოდ მეორედ ითამაშა და „მანტოვასთან“ სტუმრად 0:1 წაგებული შეხვედრა ვერ დაასრულა. მან 90-ე წუთზე პირველი ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო სამ წუთში მეორედ გააფრთხილეს და გააძევეს. მას ამ სეზონში მთავარი მწვრთნელი ეუჯენიო კორინი არ წყალობს, რადგან მხოლოდ ოთხჯერ ათამაშა.
„მანტოვადან“ ერთდერთი გოლი 59-ე წუთზე ბურაიმ გაიტანა. „კრემონეზემ“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და 18 ქულით 20 გუნდში მე-5 ადგილზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-14 ტურში “გრანადამ” თავის მოედანზე “ელდენსე” 3:2 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა მასპინძლების სასტარტოში ითამასა და 76-ე წუთზე შეცვალეს. “გრანადა” 22 ქულით 22 გუნდში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





