სიგუა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

0
71

გაბრიელ სიგუამ მიმდინარე სეზონში შვეიცარიის სუპერლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა. აგვისტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს „ბაზელისა“ და „ლუცერნის“ 21-წლამდელთა გუნდების შეხვედრის დროს თავში მეტოქის თავი მოხვდა, რის გამო ორივე ფეხბურთელი კლინიკაში მოათავსეს.
„ბაზელის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგუას ტვინის შერყევა მიიღო და გარდა ამისა, კოჭის გვერდითი მყესები გაიწყვიტა. პლუს 19 წლის ქართველ შუახაზელს ბარძაყის წინა კუნთიც დაუზიანდა.
მე-14 ტურში „ბაზელმა“ გასვლაზე „ივერდონს“ 4:1 აჯობა და სიგუა თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. ის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრ პლეი-ოფში ხორვატიასთან 15 ნოემბერს შინ, ხოლო 19 ნოემბერს სტუმრად გასამართ შეხვედრებში.
„ბაზელი“ 25 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი