დავითაშვილის გოლი ოქტომბერში ლიგა 1-ში საუკეთესოა

0
48

ზურიკო დავითაშვილი ოქტომბრის თვეში ლიგა 1-ში გატანილი საუკეთესო გოლის ავტორი გახდა, რის შესახებ ნახსენები ტურნირის ვებგვერდი იუწყება.
მე-7 ტურში „სენტ-ეტიენმა“ „ოსერი“ მიიღო და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის წყალობით 3:1 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო საუკეთესოდ პირველი გოლი დასახელდა, როდესაც მე-15 წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი დავითაშვილი ერთ ფეხბურთელს გაცდა და ბურთი „ცხრიანში“ მოათავსა. მან მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 10 თამაშში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
დავითაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმსაც საფრანგეთის ლიგა 1-ში ჰეთ-თრიქი შეასრულა. დავითაშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მანამდე, ეს ალექსანდრე იაშვილმა მოახერხა გერმანიის ბუნდესლიგაში 2003 წლის 8 ნოემბერს “ვოლფსბურგთან”.

ლაშა თაბაგარი