მოურინიო: „ჩემს გუნდში ლამინს იამალს არ ავიყვანდი“

0
1

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს განცხადებით, თავის გუნდში „ბარსელონას“ და ესპანეთის ეროვნული გუნდის გარემარბ ლამინ იამალს არ აიყვანდა.
„ჩემს გუნდში ლამინ იამალს არ ავიყვანდი. უდავოა, რომ ის საუცხოო ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც განვითარებისთვის უდიდესი პოტენციალი აქვს და სხვებს არ ჰგავს. მის ასაკში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩვეული რამ არაა. თუმცა, ჩვენ ტოპ-შემადგენლობა გვყავს და ვინმესთვის ადგილს არ გავათავისუფლებდი. ახლა ისინი ჩემი ფეხბურთელები არიან, რომლების საუკეთესოებად მიამჩნია“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს გამოცემა AS.
მოურინიომ ასევე აღნიშნა, რომ კლუბის ხელმძღვანელებისთვის “ლაიფციგიდან” 19 წლის კოტდივუარელი გარემარბის იან დიომანდეს შეძენა არ უთხოვია:
“მე იან დიომანდეს შეძენა არ მითხოვია. თუმცა, ახლა მისი პროფილის შესწავლის შემდეგ გუნდში ხილვა მსურს. მას ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია”.
„რეალმა“ დიომანდეს სანაცვლოდ „ლაიფციგს“ 125 მილიონი ევრო გადაუხადა და გერმანულმა კლუბმა კიდევ შესაძლოა 15 მილიონი ევრო ბონუსის სახით მიიღოს. კლუბის ისტორიაში ეს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია.
დიომანდემ 2025-2026 წლების სეზონში „ლაიფციგის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 10 საგოლა პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი