„მილანმა“ 50 მილიონად ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი იყიდა

0
2

„მილანმა“ ფრანგული „სტრასბურგიდან“ ნახევარმცველი დიეგო მორეირა შეიძინა. იტალიური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბელგიის ნაკრების 22 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2031 წლამდე გააფორმა.
„სტრასბურგი“ მორეირას სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო კიდევ 16 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ მომავალში „მილანი“ ბელგიელს გაყიდის, ფრანგებს ტრანსფერის თანხიდან პროცენტიც ერგებათ.
„სტრასბურგის“ არსებობის ისტორიაში ეს ტრანსფერი სარეკორდოა. მანამდე, მიმდინარე ზაფხულში კლუბმა ვალენტინ ბარკო „ჩელსიში“ 40 მილიონ ევროდ გაყიდა.
მორეირამ გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 27 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა. მან ბელგიელთა შემადგენლობაში მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე ერთხელ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი