დვალის პირველი გამარჯვება კონფერენს ლიგაში

0
68

აპოელმა, რომელშიც ლაშა დვალი გამოდის, კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მე-4 ტურში შინ ფლორენციის „ფიორენტინა“ დაამარცხა, რაც ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო. მასპინძლები 37-ე წუთზე დონისმა დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე თავი აბაგნამ გამოიჩინა. იტალიელებიდან ერთი საპასუხო ბურთი 74-ე წუთზე იკონემ გაიტანა. აპოელს 4 ქულა აქვს და 36 გუნდში მე-17 ადგილზეა.
კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ

ლაშა თაბაგარი