ოდიშარიას და სილაგაძის მეორე ქულა ევროპა ლიგაში

0
69

„რიგასმა“, რომლის რიგებში ლასა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე თამაშობენ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპზე მე-2 ქულა აიღო. მეორე ტურში შინ თურქულ გრანდ  „გალათასარაისთან“ მატჩის 2:2 დასრულების შემდეგ, ამჯერად ლატვიელები თავის მოედანზე ბელგიურ გრანდ „ანდერლეხტს“ დაუზავდნენ – 1:1.
ქართველი ნახევარმცველებიდან საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელმა „რიგასში“ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო სილაგაძე მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა.
„ანდერლეხტი“ 85-ე წუთზე სტროიკენსმა დააწინაურა, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე სტუმართა მცველმა ნდიაიემ ავტოგოლი მიითვალა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. “რიგასი” 2 ქულით 36 გუნდში 32-ე ადგილზეა.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ
ლაშა თაბაგარი