გიორგი მიქაუტაძე ევროპა ლიგის მატჩში ფრანგული “ლიონის” სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის საერთო ეტაპის მე-4 ტურში ლიონელები გერმანიაში ადგილობრივ “ჰოფენჰაიმს” დაუპირისპირდნენ და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდა, როდესაც მასპინძლების საჯარიმოში მყოფმ ხელსაყრელი პოზიციიდან თავით დაარტყა, მაგრამ მეკარე ბურთს დაეუფლა. ის 61-ე წუთზე შეცვალეს. მიქაუტაძემ ამ სეზონში ევროპა ლიგაში მეოთხედ ითამაშა და ჯერ გოლი არ გაუტანია.
“ჰოფენჰაიმი” 47-ე წუთზე გენდრეიმ დააწინაურა, ხოლო 66-ე წუთზე აბნერმა ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე “ლიონი” წინ ლაკაზეტმა გაიყვამა, თუმცა 2 წუთში ტოჰუმვიმ ფრანგების კარი აირო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“ლიონი” 7 ქულით 36 გუნდში მე-9 ადგილზეა.
ევროპა ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ
ლაშა თაბაგარი





