ქოჩორაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ისევ მოხვდა

0
64

გიორგი ქოჩორაშვილი მიმდინარე სეზონში ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა. ამის შესახებ ნახსენები ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
მე-12 ტურში „ლევანტე“ სტუმრად გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა. მე-18 წუთზე „ლევანტემ“ კუთხური გაითამაშა და ქოცორაშვილმა მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, რომელიც მარცხენა ფეხით დაბალ კუთხეში ზუსტად გაგზავნა.
მან მიმდინარე სეზონში „ლევანტეს“ მაისურით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მესამე გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი