„თელავმა“ მოუგებელი სერია „დილასთან“ დაასრულა

0
53

„თელავმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 8-მატჩიანი მოუგებელი (2 ფრე და 6 მარცხი) შეწყვიტა, 30-ე ტურში კვიპროსელი ხარალამბურ ხრისტოდულუს გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონობისთვის მებრძოლი გორის „დილა“ მიიღო და ბევრისთვის მოულოდნელად სამი ქულა აიღო.
დაპირისპირების ბედი ერთდაერთმა გოლმა გადაწყვიტა. შეხვედრის მე-11 წუთზე გორელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ბრაზილიელმა ანდრე მენსალაომ პასი თორნიკე მორჩილაძეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და ხრისტოდულუს დანიშვნის შემდეგ თელაველებმა პირველი მატჩი მოიგეს. „დილასთან“ გამარჯვების შემდეგ, „თელავმა“ 27 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია – 10 გუნდში მეცხრეა. პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს თავკაცობით გორელებმა 58 ქულა დააგროვეს და მესამე პოზიციამდე დაქვეითდნენ.
თელავი 1:0 დილა
ლაშა თაბაგარი