ქართული „კლასიკო“ „ტორპედომ“ მოიგო

0
15

ქართულ „კლასიკოდ“ წოდებული ქუთაისის „ტორპედოს“ და თბილისის „დინამოს“ დაპირისპირება შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილმა რიონისპირელებმა მოიგეს. ცნობისთვის, “ტორპედომ” თავის მოედანზე “ფინამოს” 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოუგო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 82-ე წუთზე ლაშა შერგელაშვილმა ჯარიმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც კარიდან გამოსული თბილისელთა მეკარე მიხეილ მაქაცარია შეცდა, ხოლო მასპინძლების ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ ანგარიში გახსნა – 1:0.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე მაქაცარიამ თავის საჯარიმო მოედანში გამოსვლის დროს ისევ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა და ნორვეგიელმა ფორვარდმა  საბოლოო წერტილი დასვა – 2:0. იონსენი 20 გოლით საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
„ტორპედო“ 60 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და ქულით ჩამორჩენა ლიდერ თბილისის „იბერიას“. ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის ხელმძღვანელობით დინამოელთა ანგარიშზე 38 ქულაა და მე-5 ადგილზე არიან.
ტორპედო 2:0 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი