თბილისის „დინამოს 19-წლამდელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდულ ლიგაში პირველი ბარიერი ვერ დაძლია.
ვალერი გაგუს გაწვრთნილებმა ჩერნოგორიის „ბუდუცნოსტი“ შინ 3:2 დაამარცხეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრა პოდგორიცასი 1:4 წააგეს და ტურნირს გამოეთიშნენ.
მასპინძლებიდან მე-2 წუთზე ანგარიში კოსტიჩმა გახსნა, რომელმაც ოთხ წუთში დუბლი შეასრულა. ვახტანგ სალიამ მე-17 წუთზე ანგარიშში სხვაობა პენალტიდან ერთ ბურთამდე შეამცირა. 83-ე წუთზე მეფარიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
85-ე წუთზე „ბუდუჩნოსტი“ წინ კამაიმ გაიყვანა, ხოლო მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე კოსტიჩმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი




