ჩაკვეტაძის საგარეო წაგება

0
55

„უოტფორდი“, რომლის ღირსებას გიორგი ჩაკვეტაძე იცავს, ინგლისის ჩემპიონშიფის მე-8 ტურში „პრესტონს“ შეხვდა და სამი უპასუხო ბურთი მიიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და არ შეუცვლიათ.
მატჩის დებიუტში ანგარიშის გახსნის შანსი უოტფორდელებს ჰქონდათ, რომელიც ვერ გამოიყენეს. უგოლო პირველი ტაიმის მერე, ოსმაჯიჩმა სტუმართა კარი 53-ე წუთზე აიღო. 65-ე წუთზე ოსმაჯიჩმა დუბლი შეასრულა. 75-ე წუთზე მაკგინმა ჩაკვეტაძის გუნდი მესამედ დაამწუხრა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
„უოტფორდიძ“ 13 ქულით 24 გუნდში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი