კიტეიშვილის ზედიზედ მეორე მარცხი ჩემპიონთა ლიგაში

0
30

გრაცის “შტურმმა”, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის საერთიო ეტაპზე მიჯრით მეორე თამაში წააგო.
მე-2 ტურში ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა და თასის ბელგიის “ბრიუგე” მიიღო, ხოლო მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა. საქართველოის ეროვნული ნაკირების ნახევარმცველმა კაპიტნის სამკლავურით ავსტრიელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა. “ბრიუგედან” გამარჯვების გოლი 23-ე წუთზე ტზოლსმა გაიტანა.
“შტურმი” მომდევნო თამაშს ჩემპიონთა ლიგაში 22 ოქტომბერს ლისაბონის “სპორტინგთან” ჩაატარებს.
დონეცკის “შახტარმა” ბერგამოს “ატალანტა” გელზენკირხენში მიიღო და 0:3 წააგო. უკრაინელთა განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი იყო, რომელსაც არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი