„სან სიროს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების უფლება ჩამოართვეს

0
69

უეფამ მილანში მდებარე ჯუზეპე მეაცას სახელობის „სან სიროს“ სტადიონს 2026-2027 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა.
„მილანის მუნიციპალიტეტმა ვერ მოგვცა გარანტია, რომ ქალაქ მილანში დაგეგმილი რეკოსნტრუქცია სტადიონ „სან სიროს“ და მის მიმდებარე ტერიტორიას არ შეეხება, დღეს გადავწყვიტეთ განგვეახლებინა 2026-2027 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადების მიღებს. მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილებას ახალი სტადიონის შესახებ 2025 წლის მაის-ივნისში მივიღებთ“ – ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2024-2025 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალს 31 მაისს გერმანიის ქალაქ მიუნხენის „ალიანს არენა“ უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი