ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს 7 ტურის შემდეგ ერთი წაგება ჰქონდა და ისიც ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებთან (0:3) შინ, ხოლო მეორედ სწორედ იმავე ნიდრლანდებთან დამარცხდა ამჯერად სტუმრად.
ჩვენი გუნდი მატჩს მნიშვნელოვანი დანაკლისით შეხვდა, რადგან ცენტრალურ მცველ საბა საზონოვს ტემპერატურამ აუწია და განაცხადში ვერ მოხვდა. მე-4 წუთზე ნოდარ ლომინაძემ თავის საჯარიმოსთან უხერხულად მოიგერია ბურთი, რომელიც ვან ბომელს მიუვიდა და მასპინძლებს გარემარბმა კარგი პასი ხარატიშვილთან პირისპირ ემეგა დატოვა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა – 1:0. ცოტა ხანში, ლაშა ოდიშარიამ დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ მეკარემ საიმედოდ ითამაშა. მე-18 წუთზე მანჰუფმა მეტოქის ნახევარზე მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ზუსტი გადაცემა გაუკეთა კარის წინ მდგომ ემეგას, რომელმაც თავით გაიტანა – 2:0.
31-ე წუთზე საბა ხვადაგიანმა მოედნის ცენტრიდან საუცხოო პასი გაუკეთა ნიდერლანდელთა საჯარიმოსთან მყოფ ოთარ მამაგეიშვილს, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით მიიღო, ხოლო მეორეთი უნაკლოდ დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2.
35-ე წუთზე ვან ბომელმა კარგად შეაყოლა ბურთი საქართველოს ნაკრების საჯარიმოში შეჭრილ მატსენა, რომელმაც მარცხენა მახვილი კუთხიდან ძლიერად დაარტყა და ხარატიშვილმა გუნდი კიდევ ერთი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
42-ე წუთზე საბა მამაცაშვილი მასპინძლების საჯარიმოს სიახლოვეს ერთ მცველს გაცდა და კარის წინ გახსნილ გიორგი კვერნაძე მოძებნა, რომელმაც მცველს დაასწრო, მაგრამ ბურთი კარს დიდი მანძილით ააცილა.
ტაიმის მიწურულს ოთარ მამაგეიშვილი თავისი საჯარიმოს მისადგომებთან შეცდა და მილამბო მეკარესთას პირისპი ემეგა დატოვა, რომლის დარტყმის შემდეგ ხარატიშვილმა საუცხოო მოგერიებით ნიდერლანდელს ჰეთ-თრიქი არ შეასრულებინა.
52-ე წუთზე დავით ზურაბიანმა თავის ნახევარზე არაზუსტი პასი გააკეთა ბურთის გადასარჩენად ხვადაგიანი მეტოქეს ფეხებში უშედეგოდ ჩაუვარდა, ხოლო ნიდერლანდელების კონტრშეტევის შემდეგ ემეგას ხარატიშვილთან მარტო დარჩა, მაგრამ ჩვენი გუნდის მეკარემ ისევ არა გაატანინა. ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მანჰოფმა სააჯრიმოსთან მიახლოების შემდეგ სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
71-ე წუთზე ჩვენმა გუნდმა ბურთი მოედნის ცენტრში დაკარგა და მასპინძლების კონტრშეტევის დროს მატსენმა კარგი პასი დასარტყმე პოზიციაზე ოჰიო გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 3:1. გოლის გატანის ეპიზოდში მცველი ნიკა უგრეხელიძე კარიდან გამოსულ ხარატიშვილს შეეჯახა და ტრავმა მიიღო, რის გამო მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
78-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში ვან ბომელმა ბურთზე „დატრიალება“ მოინდომა და ოთარ მ,ამაგეიშვილთან ორთაბრძოლის დროს წაიქცა, ხოლო მსაჯმა პენალტი „მოიგონა“. ოჰიომ თერთმეტმეტრიანი „პანენკას“ სტილში ძალიან ცუდად შეასრულა და ხარატიშვილი ბურთს ხელებში უპრობლემოდ დაეუფლა.
86-ე წუთზე მამაცაშვილმა მეტოქის საჯარიმოში მარცხნივ გახსნილი აბუშვილი მოძებნა, რომლის პასის მერე ვასილიოს გორდეზოანმა ახლო მანძილიდან ვარდნაში დაარტყა და ნიდერლანდები მეკარემ ფეხით ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის შესრულების შემდეგ, ოთარ მამაგეიშვილმა დაარტყა და პროპერმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის მერე გორდეზიანმა ვარდნაში საკმაოდ უცნაურად დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
ნიდერლანდებმა ზედიზედ მე-9 მატჩი მოიხო, ხოლო საქართველოს ნაკრები შესარჩევში მომდევნო მატჩს 10 ოქტომბერს სტუმრად შვედეთთან ჩაატარებს.
ნიდერლანდები-საქართველო 3:1 (2:1)
9 სექტემბერი. ვენლო. სტადიონი „დე კული“.
ნიდერლანდები: რომ-ჯეიდენ ოვუსუ-ოდერო, რენსხი (კ), ფლამინგო, ბასი, მატსენი, პროპერი, მანჰუფი (სისოკო, 84), მილამბო (სალადინი, 46), რეგერი (ზაცჰიელი, 84), ვან ბომელი, ემეგა (ოჰიო, 68).
მთავარი მწვრთნელი: მიხაილ რაიციგერი.
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი (კ), მამაცაშვილი, უგრეხელიძე (ოდიშვილი, 74), ზურაბიანი (გოგოტიშვილი, 57), ლომინაძე, ოდიშარია (გორდეზიანი, 81), გაგნიძე (ოსიყმაშვილი, 81), გიზო მამაგეიშვილი (აბუაშვილი, 57(, ოთარ მამაგეიშვილი, კვერნაძე.
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლები: 1:0 ემეგა (4), 2:0 ემეგა (18), 2:1 ოთარ მამაგეიშვილი (31), 3:1 ოჰიო (71)
ოჰიომ 79-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა (მეკარე).
გაფრთხილება: ფლამინგო (8), მატსენი (25), მილამბო (27), გოგოტიშვილი (76), გაგნიძე (80), ხარატიშვილი (84).
მთავარი მსაჯი: რობერტ შრიოდერი (გერმანია)





