გურამ გიორბელიძე კარიერას თურქეთში გააგრძელებს. მან ერთწლიანი კონტრაქტი რანგით მეორე ლიგის „ერზრუმსფორთან“ გააფორმა. 28 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან სერბეთის „ვოივოდინა“ დატოვა, რომელში 2023 წლიდან გამოდიოდა.
სერბეთში გადასვლამდე გიორბელიძე ბოლნისის „სიონში“, გორის „დილაში“, ავსტრიის „ვოლფსბერგში:“, გერმანულ დრეზდენის „დინამოში“ , პოლონეთის „ზაგლებიეში“ და ბათუმის „დინამოში“ გამოდიოდა.
გიორბელიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 11-ჯერ ითამაშა. მან ბოლოს მატჩი ორი წლის წინ გიბრალტართან ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი
