„რიგასმა“, რომელშიც ლაშა ოდიშარია და ლუკა სილაგაძე გამოდიან, ევროპს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოოპოვა. ლატვიელებმა პირველ შეხვედრაში შინ ლაშა დვალის აპოელი 2:1 დაამარცხეს, ხოლო საპასუხო მატჩის ძირითად დროში კვიპროსზე იმავე ანგარიშით წააგეს. დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, პენალტები კი რიგელებმა უკეთესად დაარტყეს და 4:2 მოიგეს. ოდიშარია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 110-ზე შეცვალეს. სილაგაძე თამაშში 110-ე წუთზე ჩაერთო. საქართველოს ნაკრების მცველმა დვალმა შეუცვლელად ითამაშა და კვიპროსელთა შემადგენლობაში ბოლო პენალტი ვერ გაიტანა. აპოელი გამოსვლას კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე გააგრძელებს.
ლაშა თაბაგარი





