გოჩოლეიშვილი კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე ითამაშებს

0
57

„კოპენჰაგენი“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე ითამაშებს. დანიელებმა შოტლანდიის „კილმარნოკი“ შინ ჩატარებულ პირველ შეხვედრაში 2:0 დაამარცხეს, ხოლო საპასუხო თამაში 1:1 დასრულდა.  შოტლანდიაში გამართულ შეხვედრაში გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენის“ განაცხადში არ იყო.
კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩა დავით ვოლკოვის „ზირე“. აზერბაიჯანულმა გუნდმა შინ კვიპროსის „ომონიას“ 1:0 კი მოუგო. მაგრამ პირველ მატჩში 0:5 განადგურდა და გათამაშებას გამოეთიშა. ბაქოში გამართულ დაპირისპირებაში ვოლკოვი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი