17-წლამდელებმა სლოვაკებთან პირველი ამხანაგური წააგეს

0
67

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი ჩიტაური წვთნის, სლოვაკ თანატოლებთან პირველი ამხანაგური მატჩი წააგო.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაამრთულ დაპირისპირებაში სტუმრებმა მასპინძლებს სამი უპასუხო ბურთი გაუტანეს.
ანგარიში 23-ე წუტზე მატკაშმა გახსნა, ხოლო ხუთ წუთში ქართველების კარი კასანამ აიღო., სლოვაკებიდან მესამე გოლის ავტორი 75-ე წუთზე კოდაი აღმოჩნდა.
ამ გუნდებს შორის მეორე სპარინგი 29 აგვისტოს დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ჩატარდება და 18:00 საათზე დაიწყება.
ჩიტაურის გუნდი ოქტომბერში გასამართ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება. ჯგუფში, 17-წლამდელთა მეტოქეები მასპინძელი სლოვენია, ასევე პოლონეთი და სომხეთი არიან.
მატჩის ოქმი – საქართველო 0:3 სლოვაკეთი
ლაშა თაბაგარი