“ლივერპულმა” მამარდაშვილის ტრანსფერი დაადასტურა

0
62

“ლივერპულმა” გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიადან” შეიძინა. ინგლისური გრანდის ოფიციალური ვებგვერდ იუწყება, რომ საქართველოს ნაკრების მეკარესთან კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალებსაც არ ახმაურებს. მერსისაიდელები ადასტურებენ, რომ მამარდაშვილი გუნდს 2025-2026 წლების სეზონის დაწყებამდე შეუერთდება. ის მიმდინარე სეზონს “ვალენსიაში” დაასრულებს.
23 წლის მეკარის სანაცვლოდ “ლივერპულმა” ესპანურ კლუბს 30 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო კიდევ 5 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, თუ “ლივერპული” მომავალში მამარდაშვილ გაყიდის, “ვალენსიას” სატრნფერო თანხიდან 10 პროცენტი შეხვდება.
მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგაში 102 მატჩი ჩაატარა და 31-ჯერ კარი “მშრალად” შეინახა.
მამარდაშვილის ტრანსფერი ქართული ფეხბურთი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია. მან გიორგი მიქაუტაძის რეკორდი მოხსნა, რომელიც მიმდინარე ზაფხულში “ლიონმა” “მეციდან” 18,5 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო კიდევ 4,5 მილიონი ევრო ბონუსადაა გათვალისწინებული.
ლაშა თაბაგარი