გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ტესტ-მატჩი ჩაატარა ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ „ბრენტფორდთან“ და 1:1 დაუზავდა. ჩაკვეტაძე მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ქართველმა ლეგიონერმა 75-ე წუთამდე ითამაშა.
მატჩის შემდეგ ქართველ ნახევარმცველზე „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ საქებარი სიტყვები არ დაიშურა: „სამსახურში წასვლა გიორგის მსგავს ფეხბურთელებთან მუშაობის გამო მიხარია. ჩაკვეტაძე ნამდვილი ტალანტია. მასსავით ბურთის ფლობა არასდროს შემეძლო. მიყვარს მისი თამაში და ბურთთან მოქმედება. ჩემი უმთავრესი საზრუნავია ქართველმა ფორმა შეინარჩუნოს“, – განაცხადა ქლევერლიმ.





