„დინამოში“ ავსტრიელი ნახევარმცველი ითამაშებს

0
44

თბილისის „დინამომ“ ავსტრიელი მარჯვენა ნახევრმცველი დაიმატა. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე გააფორმა.
რაიტერი 2016-2021 წლებში ავსტრიის ბუნდესლიგის ლასკში თამაშობდა, ხოლო 2021 წლიდან „ალტახში“ გამოდიოდა.
„დინამო“ ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერის ხელმძღვანელობით კრისტალნეთ ეროვნული ლიგაში სეზონის განახლების შემდეგ პირველ მატჩს შინ წყალტუბოს „სამგურალთან“ ჩაატარებს, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი