ევროპის ჩემპიონატიდან „ატლანტა იუნაიტედში“ დაბრუნებულა საბა ლობჟანიძემ თავი პირველივე მატჩში გამოიჩინა.
ატლანტელები MLS-ის მორიგ ტურში სტუმრად „რეალ სოლტ ლეიკს“ შეხვდნენ და 2:5 დამარცხედნენ. ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, მეტოქის საჯარიმოში ქუსლით თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. ის 69-ე წუთზე შეცვალეს. ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში MLS-ში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი





