ვილი სანიოლი: „მთელი ქვეყანა ეროვნული ნაკრების გარშემო გაერთიანდა“

0
62

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თავის ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„როგორი გამოცდილებაა! მთელი ქვეყანა ეროვნული ნაკრების გარშემო გაერთიანდა. დიდი მადლობა თითოეულ ქართველ გულშემატკივარს ამ ფანტასტიკური მხარდაჭერისთვის და სიყვარულისთვის და ყველა ჩემს ფეხბურთელს – ყველა მიყვარხართ“  – დაწერა ფრანგმა სპეციალისტმა თავის ინსტაგრამის გვერდზე.
საქართველოს ნაკრებმა თავისთვის სადებიუტო ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთთან 1:3 წააგო, ჩეხეთთან 1:1 ითამაშა, ხოლო პორტუგალიას 2:0 მოუგო და 1/8-ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან 1:4 წააგო.
ლაშა თაბაგარი