მერაბ გიგაური: „სუპერთასის ქუთაისში დასაბრუნებლად ყველაფერი გავაკეთეთ“

0
58

ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტნის მერაბ გიგაურის განცხადებით, გუნდმა სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის დასაბრუნებლად ყველაფერი გააკეთა. მან ამის შესახებ დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე თბილისის „დინამოს“ 2:1 დამარცხების შემდეგ გაანცხადა.
მერაბ გიგაური: „მას შემდეგ, რაც ტორპედოს კაპიტანი ვარ, ეს ამ კლუბთან ერთად ჩემი პირველი ტიტულია და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. სუპერთასის ქუთაისში დასაბრუნებლად ყველაფერი გავაკეთეთ. ფინალი პრინციპულ მეტოქესთან მოვიგეთ – მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის.
გუნდში მშვენიერი განწყობაა, მეგობრული გარემოა. წინ კონფერენსლიგაა. ახლა მაქსიმალურად ამ მატჩისთვის მოვემზადებით და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვეცდებით“.
„ტორპედომ“ არსებობის ისტორიაში სუპერთასი მესამედ მოიგო.
ლაშა თაბაგარი