არშავინი: „საქართველოს წარმატება ოთხი ფეხბურთელის დამსახურებაა“

0
20

რუსეთის ფეხბურთეილთა ეროვნული გუნდის ექსკაპიტნის ანდრეი არშავინის აზრით, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე ჯგუფიდან 4 ფეხბურთელის წყალობით გავიდა.
„საქართველოს ნაკრები თავი ევროპის ჩემპიონატზე რის ხარჯზე წარმოაჩინა? ეს ოთხი ფეხბურთელის დამსახურებაა – მეკარე მამარდაშვილის, ხვიჩა კვარაცხელიას, მიქაუტაძის და ქოჩორაშვილის. ამას უნდა დავუმატოთ სანიოლის დისციპლინა, რომელმაც ქართველები აიძულა – ჩვენთან ხომ საერთო აზრია შექმნილი, რომ ისინი უდისციპლინოები არიან და მხოლოდ თავდასხმაში თამაშობენ. სწორედ ამ ფაქტორებმა შეუწყვეს ხელი საქართველოს, რომ პორტუგალია დაემარცხებინა. ამ გამარჯვების ხარჯზე გავიდნენ ქართველები ჯგუფიდან“ – იუწყება რუსული მედია სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ და ლონდონის „არსენალის“ ფორვარდის ნათქვამს.
ლაშა თაბაგარი