საფრანგეთის ლიგა 1-ში დარჩენისთვის მებრძოლმა “მეცმა”, სადაც გიორგი მიქაუტაძე გამოდის, პლეი-აუტის პირველი მატჩი სტუმრად “სენტ-ეტიენთან” ჩაატარა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად თავის გუნდს გატანილი გოლით ვერ დაეხმარა. მასპინძლებიდან ანგარიში მე-19 წუთზე სისიკომ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი ტრაორემ გაიტანა. “სენტ-ეტიენს” კარდონამ მოაგებინა, რომელმაც მეტოქის კარი მე-80 წუთზე აიღო. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 2 ივნისს შედგება.
ამასობაში, ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ზაფხულში “მეცი” ამსტერდამის “აიაქსიდან” მიქაუტაძეს 13 მილიონ ევროდ გამოისყიდის. შარშან ამსტერდამელებმა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს 16 მილიონი ევრო გადაუხადეს. თუმცა, მიქაუტაძეს “აიაქსში” თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს, ხოლო ზამთარში ისევ “მეცში” გაანათხოვრეს.
ლაშა თაბაგარი





