საქართველოს ნაკრებმა გეზი ავსტრიისკენ აიღო

0
33

საქართველოს ეროვნული ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც თბილისში იმყოფებოდნენ, დღეს ავსტრიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ. მათ ადგილზე დანარჩენი მოთამაშეები შეუერთდებიან. ვილი სანიოლმა მომავალი ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:
მეეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).
მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარმცველებია/თავდამსხმელები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო),  საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).
ამხანაგური მატჩისა და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრები 28 მაისიდან ავსტრიის ქალაქ გეინბერგში მოემზადება.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს მხანაგურ მატჩს ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდთან პოდგორიცაში ჩაატარებს.
ვილი სანიოლის შეგირდები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავენ: 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდებიან, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი