ბელგიის შემადგენლობა ცნობილია – კურტუა ევრო 2024-ს გამოტოვებს

0
57

ბელგიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. მომავალ ტურნირს მადრიდის “რეალის” მეკარე ტიბო კურტუა გამოტოვებს, რომელიც განაცხადში არაა. შარშან ზაფხულში კურტუამ იტალიელ სპეციალისტთან იკონფლიქტა და ეროვნული გუნდი დატოვა.
მეკარეები: კოენ კასტელსი (ვოლფსბურგი), ტომას კამინსკი (ლუტონი), მატს სელსი (ნოტინგემ ფორესტი).
მცველები: ტიმოთი კასტანი (ფულემი), მაქსიმ დე კუიპერი (ბრიუგე), ვუტ ფასი (ლესტერი), ტომას მუნიე (ტრაბზონსფორი), არტურ ტეატე (რენი), იან ვერტონგენი (ანდერლეხტი), ზენო დებასტი (ანდერლეხტი).
ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ორელ მანგალა (ლიონი), ამადუ ონანა (ევერტონი), იური ტილემანსი (ასტონ ვილა), არტურ ვერმერენი (ატლეტიკო), აქსელ ვიცელი (ატლეტიკო), ასტერ ვრანქსი (ვოლფსბურგი).
თავდამსხმელები: იოჰან ბაკაიოკო (პსვ), იანიკ კარასკო (ალ შაბაბი), შარლ დე კეტელარე (ატალანტა), ჟერემი დოკუ (მანჩესტრ სიტი), რომელუ ლუკაკუ (რომა), დოდი ლუკებაკიო (სევილია), ლოის ოპენდა (ლაიფციგი), ლეანდრო ტროსარი (არსენალი).
ლაშა თაბაგარი