უნაი ემერის ახალი კონტრაქტი „ასტონ ვილასთან“

0
17

უნაი ემერიმ ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. ესპანელმა სპეციალისტმა ბირმინგემელებს თავისი მომავალი 2028-2029 წლების სეზონამდე დაუკავშირა.
ემერი „ასტონ ვილას“ სათავეში 2022 წლიდან ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა ტურნირში 44 მატჩი მოიგო, 16 ფრედ დაასრულა და 23-ჯერ წააგო. ბირმინგემელებმა გასული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულეს და 41-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი