მიქაუტაძე „ატლეტიკოსთან“ საუკეთესო იყო

0
0

ესპანეთის ლა ლიგის მე-2 ტურში გიორგი მიქაუტაძემ სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მაღალ დონეზე ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დამსახურებულად დაასახელეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მოედანზე 79 წუთი გაატარა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლიც მიითვალა. მატჩის მე-5 წუთზე მადრიდელთა საჯარიმოში პეპმ პასი მიქაუტაძეს გაუკეთა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული მცველმა დაბლოკა.
37-ე წუთზე გიორგი მეტოქის საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და მარცხენა მახვილი კუთხიდან „ცაციათი“ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთებში მიქაუტაძემ ერთი შეხებით მეკარესთან პირსპირ მოლეირო დატოვა, რომლის დარტყმული ბურთი ობლაკმა მოიგერია.
59-ე წუთზე ანგარიში „ატლეტიკოდან“ პუბილმა გახსნა, ხოლო 66-ე წუთზე საპასუხო ბურთი მორენომ გაიტანა. 73-ე წუთზე მიქაუტაძემ თავისი ნახევრიდან მაღალ სისწრაფეზე ბურთიანადა ირბინა და საჯარიმოში შესული ლე ნორმანმა წააქცია. მსაჯი ეპიზოდს VAR-ზე რამდენიმე წუთი ამოწმებდა და პენალტი დანიშნა, „ატლეტიკოს“ მცველი კი გააძევა. მიქაუტაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. მადრიდელებიდან 85-ე წუთზე ანგარიში ჯულიანო სიმეონემ გაათანაბრა.
2 ტურის შემდეგ, „ვილიარეალი“ 2 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი