ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელის ჯან პიერო გასპერინის თქმით, მისი გუნდი დღეს დუბლინში ევროპა ლიგის ფინალისთვის მზადაა და ბრძოლას ელოდება. შეგახსენებთ, რომ იტალიური გუნდი გერმანიის ჩემპიონ ლევერკუზენის „ბაიერს“ დაუპირისპირდება, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ თამაში არ წაუგია.
„კვირას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება დიდი სტიმული მოგვცა, რომლის წყალობით მთლიანად ევროპა ლიგის ფინალზე ვართ კონცენტრირებული. ჩემი აზრით, ყველაფერი მოვამზადეთ, რაც მოსამზადებლად საჭირო იყო. ჩვენ ბრძოლას ველოდებით.
სკამაკა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან შეიცვალა და არა მხოლოდ გოლების გატანის კუთხით. ასეთი ტიპის მოთამაში შემცვლელი არ გვყავს. მომავალ შეხვედრაში სკამაკაც, ლუკმანიც და დე კეტალრიც ითამაშებენ. მზად ვართ მატჩისთვის, რომელიც 90 ან მეტი წუთი გაგრძელდება.
გულდაწყვეტილი ვარ, რომ დე რონი დაგვაკლდება, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ეს ფინალი დაიმსახურა. მან „ატალანტას“ იმდენი მისცა, რომ ყველაზე საჭირო მომენტში მისი დაკარგვა საწყენია.
ხვდება თუ არა „ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში? მენტალური და ფსიქოლოგიურ თვალსაზრისით მზად ვართ. განსაკუთრებით მას მერე, რაც მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგაში თამაში გავინაღდეთ.
„ბაიერი“? ჩვენ დიად გუნდთან თამაში მოგვიწევს. თუმცა, ჩვენც სევხდით ტოპ გუნდებს როგორც ევროპა ლიგაში, ასევე სერია A-ში. საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ“ – იუწყება გასპერინის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
დუბლინში გასამართი ფინალი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი





