ლევერკუზენის „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელის ხაბი ალონსოს გაბცხადებით, დღეს ევროპა ლიგის ფინალში დუბლინში ბერგამოს „ატალანტასთან“ გასამართი მატჩის წინ კარგი წინათგრძნობა აქვს.
„ამ მომენტისთვის მთელი წელი ვემზადებოდით და არა ბოლო ორი დღე. კარგი წინათგრძნობა მაქვს, რომელიც მკარნახობს, რომ მომავალ მატჩში ყველაფერი შეიცვლება. „ატალანტას“ პატივს ვცემთ, მაგრამ საკუთარ თამაშში დარწმუნებული ვართ და ჩვენი მენტალიტეტი იმავეა. საუცხოო გუნდი მყავს, რომელიც ფინალისთვის კარგად მოემზადა და თამაშს სწორი განწყობით ხვდება. მიმდინარე სეზონში 51 თამაში ჩავატარეთ. კარგია, რომ მოთამაშეები სხვადასხვა სიტუაციებისთვის მზად არიან. დიდ წარმატებას უკვე მივაღწიეთ, მაგრამ გაჩერება არ გვსურს.
გასულ სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში „რომასთან“ წავაგეთ და ამიტომ, ახლა უდიდესი მოტივაცია გვაქვს. ეს იმედგაცრუება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ, რათა უფრო მეტად გვებრძოლა და შემდეგი ნაბიჯი გადაგვედგა – ეს გავაკეთეთ.
გასახდელში საუცხოო ვითარებაა, ძალიან თავდაჯერებული ვართ და ფანტასიკური მენტალიტეტი გვაქვს. ყველა ამ კომპონენტის შეკრებით ამ მომენტამდე მივაღწიეთ, რაც ძალიან მიხარია“ – იუწყება ხაბი ალონსოსნ ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
უბლინში გასამართი ფინალი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
