გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან შემდეგი მოთამაშეები შეარჩია.
მეკარეები: ოლივერ ბაუმანი (ჰოფენჰაიმი), მანუელ ნოიერი (ბაიერნი), ალექსანდრ ნიუბელი (შტუტგარტი), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა).
მცველები: ვალდემარ ანტონი (შტუტგარტი), ბენჟამინ ჰენრიხსი (ლაიფციგი), იოზუა კიმიხი (ბაიერნი), რობინ კოხი (აინტრახტი), მაქსიმილიან მიტელსტოდტი (შტუტგარტი), დავიდ რაუმი (ლაიფციგი), ანტონიო რუდიგერი (რეალი), ნიკო შლოტერბეკი (დორტმუნდი), ჯონათან ტა (ლევერკუზენი).
ნახევარმცველები: რობერტ ანდრიხი (ლევერკუზენი), კრის ფიურიხი (შტუტგარტი), პასკალ გროსი (ბრაიტონი), ილქაი გიუნდოგანი (ბარსელონა), ტონი კროოსი (რეალი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), ალექსანდარ პავლოვიჩი (ბაიერნი), ლეროი სანე (ბაიერნი), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი).
თავდამსხმელები: მაქსიმილიან ბეიერი (ჰოფენჰაიმი), ნიკლას ფიულკრუგი (დორტმუნდი), კაი ჰავერცი (არსენალი), თომას მიულერი (ბაიერნი), დენის უნდავი (შტუტგარტი).
სიაში 27 ფეხბურთელია, ხოლო ევროპის ჩემპიონატის განაცხადი 26-კაციანია და ამიტომ, ნაგელსმანს ერთ მოთამაშეზე უარის თქმა მოუწევს.
გერმანია თავის სამშობლოში გასამართ ევროპირევლობაზე ჯგუფში შოტლანდიას, უნგრეთსა და შვეიცარიას შეხვდება.
ლაშა თაბაგარი





