ევრო 2024-ისთვის საფრანგეთის შემადგენლობა ცნობილია

0
30

საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ზაფხულში გერმანიაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან შემდეგი მოთამაშეები შეარჩია.
მეკარეები: მაიკ მენიო (მილანი) ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი) ბრის სამბა (ლანსი).
მცველები: ჟონათან კლოსი (მარსელი) ტეო ერნანდესი (მილანი) იბრაჰიმა კონატე (ლივერპული) დაიო უპამეკანო (ბაიერნი) ვილიამ სალიბა (არსენალი) ფერლანდ მენდი (რეალი) ჟულ კუნდე (ბარსელონა) ბენჟამინ პავარი (ინტერი).
ნახევარმცველები: ედუარდო კამავინგა (რეალი) იუსუფ ფოფანა (მონაკო) ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) ორელიენ ჩუამენი (რეალი) უორენ ზაირ-ემერი (პსჟ) ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) ნ’გოლო კანტე (ალ-იტიჰადი).
თავდამსხმელები: კილიან მბაპე (პსჟ) ბრედლი ბარკოლა (პსჟ) უსმან დემბელე (პსჟ) რანდალ კოლო მუანი (პსჟ) მარკუს ტურამი (ინტერი) ოლივიე ჟირუ (მილანი) კინგსლი კომანი (ბაიერნი).
საფრანგეთის ნაკრები D ჯგუფში ნიდერლანდებს, ავსტრიას და პოლონეთს შეხვდება.
ლაშა თაბაგარი