მამარდაშვილის „ვალენსიას“ წარუმატებელი სერია გახანგრძლივდა

0
37

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ლა ლიგაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე, მაგრამ ამჯერად კარი „მშრალად“ ვერ შეინახა. 36-ე ტურში „ვალენსია“ „რეალ სოსიედადს“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
მატჩის მე-3 წუთზე კუბომ ვალენსიელთა კარის შორეულ ძელთან მიასწრო თითქოს უკვე დაკარგულ ბურთს და ზუსტი პასი გაუკეთა ანდრე სილვას, რომელმაც თავით გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ განვლილ შეხვედრაში სტუმრები გოლის გაშვებას სამჯერ გადაარჩინა და თავის გუნდში ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. „ვალენსიას“ ზედიზედ 5 მატჩი (4 წაგება და 1 ფრე) არ მოუგია და 48 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი