ანტონიო კონტე „ნაპოლიდან“ მიდის

0
2

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ანტონიო კონტე „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანუ იუწყება.
იტალიელმა სპეციალისტმა „ნაპოლიდან“ წასვლის შესახებ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს ერთი თვის წინ აცნობა. 56 წლის სპეციალისტი ნეაპოლელებს 2024 წლის ივნისიდან ავარჯიშება და შარშან იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.
წელს სერია A-ში ჩემპიონის ტიტული მილანის „ინტერმა“ გაინაღა, ხოლო „ნაპოლი“ სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე 73 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა.
ლაშა თაბაგარი