აზაროვის და გოჩოლეიშვილის „ოქროს დუბლი“ უკრაინაში

0
41

დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდიან, უკრაინაში „ოქროს დუბლი“ გაიფორმა.
ჩემპიონატის ნაადრევად მოგების შემდეგ, უკრაინის თასის ფინალში დონეცკელებმა პოლტავის „ვორსკლა“ 2:1 დაამარცხეს. აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა და მე-40 წუთზე მისი გადაცემის შემდეგ, სიკანმა ანგარიში გახსნა, 56-ე წუთზე მეტოქის კარი კონოპლიამ აიღო, ხოლო „ვორსკლადან“ ერთადერთი გოლი გორის „დილას“ ექსფორვარდმა კოვტალიუკმა მიითვალა.
გოჩოლეიშვილი, რომლისთვის უკრაინაში ზედიზედ მეორე „ოქროს დუბლი“ განაცხადში იყო და არ უთამაშია.
ლაშა თაბაგარი