ნიქოზიას აპოელის კაპიტანი გიორგი ქვილითაია კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა განვლილ სეზონში 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა.
კვიპროსის ფეხბურთელთა პროფკავშირების ორგანიზებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ქვილითაიას ჯილდო თემურ ქეცბაია გადასცა.
“ბედნიერი ვარ ამ ჯილდოს მიღებით. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა მომცა და განსაკუთრებული მადლობა თემურ ქეცბაიას, რაც მან ჩემი კარიერისთვის გააკეთა“ – განაცხადა ქვილითაიამ, რომემაც აპოელში გადასვლამდე ქეცბაია ხელმძღვანელობით “ანორთოსისში” კვიპროსის თასი მოიგო.
მასთან ერთად გასულ სეზონში ჩემპიონის ტიტულს ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალიც დაეუფლა, რომელმაც 27 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი
